„სოიუზი“ დაბრუნდა

სამმა ასტრონავტმა კოსმოსურ სადგურზე 6 თვე გაატარა
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი სამი ასტრონავტი დედამიწაზე დაბრუნდა. კოსმოსური კაპსულა „სოიუზი“ დღეს ყაზახეთში დაეშვა. ამერიკელი დონ პეტიტი, რუსი ოლეგ კონონენკო და ჰოლანდიელი ანდრე კიპერსი საერთაშოროსო კოსმოსურ სადგურზე 6 თვის მანძილზე იმყოფებოდნენ.

ამჯერად სადგურზე სამი სხვა ასტრონავტი იმყოფება. რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც კოსმოსური სადგურიდან დასაბრუნებელი ტრანსპორტი გააჩნია, მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა შატლის პროგრამა დახურა.