კოსმოსის ათვისება ახალ ფაზაში გადადის

Your browser doesn’t support HTML5

ახალი კოსმოსური ხომალდები შეიძლება იმდენად მცირე ზომის იყოს, რომ ხელის გულზე დაეტიოს. ახალი პროექტის სათავეში ცნობილი ფიზიკოსი სტივენ ჰოუკინგი, მილიარდერი იური მილნერი და მარკ ცუკერბერგი დგანან. კომპიუტერის ჩიპის ზომის ხომალდზე მუშაობის დასაფინანსებლად 100 მილიონი დოლარი გამოიყოფა.