სომალიში "ალ შაბაბმა" თავდასხმა მოაწყო

სომალის პოლიციის ინფორმაციით, პოპულარული სანაპირო კურორტის ლიდო ბიჩის ერთ-ერთ რესტორანში შეიარაღებული მამაკაცები შეიჭრნენ და სულ ცოტა, 20 ადამიანი მოკლეს.

ტერორისტულმა ორგანიზაცია “ალ შაბაბმა” თავდასხმა საკუთარ თავზე უკვე აიღო.

რესტორანს თავს ხუთშაბათს ცეცხლსასროლი იარაღით და ასაფეთქებელი მასალებით დაესხნენ.