შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯიმ მატისმა ისრაელის პრეზიდენტ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხევდრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს მის “ხანგრძლივ მეგობარსა და მოკავშირე” ისრაელს.
მატისი და ნეთანიაჰუ ერთმანეთს ისრაელში შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ მატისმა და ნეთანიაჰუმ განაცხადეს, რომ ორივე ქვეყანას საერთო მთერი ჰყავს და რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ ისლამისტი ექსტრემისტების დასამარცხებლად.
“ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს შევახსენოთ, რომ თუ კარგი ხალხი ერთმანეთს გვერდში არ დაუდგა, ცუდ ხალხს უამრავი ზიანის მოტანა შეუძლია. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომდევნო თაობას მშვიდობა და თავისუფლება გადავცეთ,” განაცხადა თავდაცვის მდივანმა.
მატისი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი მაღალჩინოსანია, ვინც ისრაელში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.