სირიელ მეამბოხეთა ერთერთი ლიდერი დაიღუპა

სალეჰი ალეპოში დაიჭრა და სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად თურქეთში გადაიყვანეს
სირიელი მეამბოხეების განცხადებით, გარდაიცვალა მათი ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გასულ კვირას ალეპოში ბრძოლების დროს დაიჭრა.

აბდულ-ქადირ სალეჰი ისლამისტური ალ-ტაუჰიდის ბრიგადის მეთაური იყო.

ხუთშაბათს, მას შემდეგ, რაც სალეჰი ალეპოში დაიჭრა, ის თურქეთში გადაიყვანეს სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. მასთან ერთად ალ-ტაუჰიდის კიდევ ერთი მეთაური დაიჭრა სასიკვდილოდ. ისლამისტურ დაჯგუფებაში სავარაუდოდ 8 ათასი მებრძოლი შედის.

პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ჯარები ალეპოზე იერიშებს უწყვეტად ახორციელებენ და უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ქალაქის გარვეულ უბნებზე კონტროლი დაამყარეს. ალეპო სირიის ყველაზე დიდი ქალაქია.