მოსკოვში ტერაქტი იგეგმებოდა

რუსეთის უსაფრთხოების ძალებმა ტერორიზმში ორი ეჭვმიტანილი მოკლეს და ერთი დააკავეს
რუსეთის მთავრობის განცხადებით, ორშაბათს მოსკოვის მახლობლად უსაფრთხოების ძალებმა ტერორიზმში ორი ეჭვმიტანილი მოკლეს და ერთი დააკავეს.

ეროვნული ანტი-ტერორისტული კომიტეტის განცხადებით, ოპერაცია მოსკოვის რეგიონში ქალაქ ორეხოვო-ზუევოში ჩატარდა. ეჭვმიტანილებმა იარაღის დაყრაზე უარი თქვეს და სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს. ოპერაციის დროს ერთი ძალოვანი მსუბუქად დაიჭრა.

ეროვნული ანტი-ტერორისტული კომიტეტის ინფრომაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილები რუსეთის მოქალაქეები არიან და წვრთნა ავღანეთ-პაკისტანის რეგიონში მოსკოვში ტერორისტული აქტის განხორციელების მიზნით გაიარეს.