ილია მეორე რუსეთში ვიზიტით ჩავიდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთში ამ ქვეყნის გაქრისტიანებიდან 1025 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფება
„ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით როგორც ძმები, რომლებიც ვემსახურებით ერთიან სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას,“- თქვა რუსეთის პატრიარქმა კირილმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ-ილია მეორესთან, დღეს მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთში ამ ქვეყნის გაქრისტიანებიდან 1025 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფება. სხვადასხვა ეკლესიების მეთაურები ამ დღეებში პარალელურად რუსეთის პრეზიდენტს შეხვდებიან.