რუსული დებატები - ჩხუბი გადაცემის ჩაწერის დროს

რუსული დებატები - ჩხუბი გადაცემის ჩაწერის დროს

რუსეთის ტელეარხ „ენტევეზე“ გამართულ დებატებში მილიარდელ ლებედევს და მის ოპონენტს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა. გადაცემის ჩაწერის დროს, რომელიც დღეს ეთერში გავა, კაგებეს ყოფილმა ოფიცერმა და მედიმაგნატმა ლებედევმა უძრავი ქონების დეველოპერს სერგეი პოლონსკის სახეში დაარტყა.

ლებედევის განცხადებით, მან ამ ზომას ოპონენტის განეიტრალების მიზნით მიმართა, რომელიც მისივე თქმით, აგრესიულად იქცეოდა და დებატების დროს მას ემუქრებოდა. ლებედევი ორ ბრიტანულ გამოცემას „ინდეპენდენტს“ და „ივნინგ სტანდარტს“ ფლობს. პოლონსკი, რომელიც უძრავი ქონების კომპანიას „მირაქს გრუპს“ ხელმძღვანელობდა ფინანსური კრიზის დროს იძულებული გახდა შეეჩერებინა თავისი ყველაზე ამბიციური პროექტი, რომელიც მოსკოვის ფედერაციის ცათამბჯენის სახელით იყო ცნობილი.