რუსეთის დუმის ქვედა პალატის სპიკერად ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი სერგეი ნარიშკინი აირჩიეს.
ბატონი ნარიშკინი პუტინის ერთიანი რუსეთის პარტიის წევრია, რომელმაც პარლამენტის ქვედა პალატის 450 ადგილიდან 238-ის მოპოვება შეძლო.
პარლამენტის არჩევნების მასობრივმა გაყალბებამ რუსეთის საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მოსკოვსა და პეტერბურგში ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო დემონსტრაციაზე.