რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით საბჭოთა წარმოების ტუპოლევის სახელობის თვითმფრინავები ნელ-ნელა უნდა ამოიღონ ექსპლუატაციიდან.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით ტუ-134 ტიპის სამგზავრო ლაინერებმა წლის ბოლოსთვის უნდა შეწყვიტონ ფრენა.
რამდენიმე დღის წინათ პეტროზავოდსკის აეროპორტში სწორედ ამ ტიპის თვითმფრინავმა განიცადა კატასტროფა, რომლის დროსაც 45 ადამიანი დაიღუპა.