ახლო აღმოსავლეთში რუსეთის მზარდი გავლენა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს
Your browser doesn’t support HTML5
რუსეთმა სირიაში ერთგვარი შუამავლის როლი მოირგო. მოსკოვი, რომელიც დიქტატორ ბაშარ ალ-ასადს ემხრობა, მის მოწინააღმდეგე თურქეთთანაც პარტნიორობს და ანკარის მეტოქე ირანთანაც თანამშრომლობს. თუმცა, იდლიბის პროვინციაში მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში კრემლის მზარდ გავლენას ძირი გამოუთხაროს.