რუსეთი ავღანეთს სამხედრო შვეულმფრენებს მიაწვდის

რუსეთი ავღანეთს სამხედრო შვეულმფრენებს მიაწვდის

მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი ავღანეთის ხელისუფლებას 21 სამხედრო შვეულმფრენს მიაწვდის.

რუსულ გაზეთ „კომერსანტში“ ავღანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსთან აბდულ ვაჰაბ ვარდაკთან გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელიც აცხადებს რომ შეთანხმებას უახლოეს ხანში მოაწერენ ხელს და შვეულმფრენებს წლის ბოლომდე გადააგზავნიან ავღანეთში.

თითოეული მი-17 ტიპის შვეულმფრენი, მისი სათადარიგო ნაწილები და მფრინავების მომზადება 17,5 მილიონი დოლარი დაჯდება.