გაუჩინარებული ნამდვილი მისამართები

Your browser doesn’t support HTML5

იმ ადამიანებისთვის, ვინც ნამდვილი მისამართები დაკარგეს, სამხატვრო უნივერსიტეტის სტუდენტს, თავადაც დევნილ თამარ ბერიანიძეს თავისი შეთავაზება აქვს: დევნილთა ჩასახლების მაცხოვრებლებისთვის მას ისეთი აბრების დამზადება სურს, რომელზეც ამჟამინდელი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მისამართები ერთ ფირფიტაზე რევერსულად აღინიშნება.