გაფიცვა საბერძნეთში

საბერძნეთში დღეს გაფიცვა მოეწყო. საზოგადოების ნაწილი მთავრობის მიერ წამოყენებულ საგადასახადო და საპენსიო სისტემას აპროტესტებს, რომელიც მათი თქმით, ადამიანების შემოსავალს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

დანახარჯების შეკვეცის პოლიტიკის გატარება ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საბერძნეთმა მრავალ-მილიარდიანი საერთაშორისო დახმარების სანაცვლოდ დადო.

48-საათიან საპროტესტო გაფიცვაში ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირები მონაწილეობს. აქციის შედეგად არ მუშაობს საზღვაო ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალება, დასუფთავების სამსახურები და სამთავრობო ოფისები.

საბერძნეთის პარლამენტმა მთავრობის კანონპროექტს კენჭი კვირას უნდა უყაროს.