პუტინი: ტრამპს ჩვენთვის საიდუმლო ინფორმაცია არ გაუმხელია

ამერიკის კონგრესის მოთხოვნას, რომ თეთრ სახლს მათთვის რუსეთთან საუბრის სტენოგრამა მიეწოდებინა, დღეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ტრამპს მოსკოვისთვის შეხვედრისას საიდუმლო ინფორმაცია არ გაუნდია. მისი თქმით, მოსკოვი მოხარული იქნება კონგრესს შეხვედრის სტენოგრამა მიაწოდოს თუ ისინი ამას მოითხოვენ.

თეთრი სახლი უარყოფს ცნობებს, რომ ტრამპმა რუსებს საიდუმლო ინფორმაცია გაანდო, რომელიც ინფორმაციის წყაროს საფრთხეს უქმნის..

პუტინმა იტალიის პრემიერ მინისტრთან, პაოლო გენტილონისთან, შეხვედრისას აღნიშნა, რომ ანტი-რუსული სენტიმენტები ამერიკის პრეზიდენტს ხელს უშლის სამუშაო პროცესში და მან ამას „პოლიტიკური შიზოფრენია“ უწოდა.