ვაქცინაზე მისულ პრეზიდენტს ყვავილები აჩუქეს

Your browser doesn’t support HTML5

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოვიდ19-ის ვაქცინა გაიკეთა. ინფექციურ საავადმყოფოში მისულ პრეზიდენტს თენგიზ ცერცვაძე ყვავილებით დახვდა, ვაქცინის გაკეთების შემდეგ კი პრეზიდენტმა იკითხა: "დღეს ჩემი დაბადების დღეა და შეიძლება ერთი ჭიქა დავლიო?" ექიმების პასუხი კი უარყოფითი იყო.