რომის პაპი ნაჩუქარ „ლამბორგინის“ გაყიდის და თანხას ქველმოქმედებას მოახმარს

ცნობილმა იტალიურმა სპორტული მანქანების მწარმოებელმა „ლამბორგინიმ“, საგანგებოდ რომის პაპისთვის შექმნილი მოდელი ვატიკანში მიიყვანა. მანქანის საღებავის დიზაინი ვატიკანის დროშის ფერებს იმეორებს და პაპის ოქროს აქცენტებით არის მორთული.

პაპმა მანქანის კაპოტზე შავი მარკერით ფრანცისკე დაწერა.

ვატიკანის მიხედვით, მანქანა სოტბის აუქციონზე გაიყიდება და შემოსულ თანხას პაპი სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდს გადასცემს, მათ შორის იმ ქრისტიანების დასახმარებლად, რომლებიც ქურთისტანში ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობენ