პომპეო ბრიუსელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ბრიუსელში, ევროკავშირის შტაბ-ბინაში ჩავიდა. ეს მისი პირველი გაჩერებაა ევროპული ტურნეს დროს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა ორშაბათს თქვა, რომ იგი ბრიუსელში ევროპელ მოკავშირეებს შეხვდება და მათთან ერთად განიხილავს ირანის ისლამური რესპუბლიკიდან უკანასკნელ პერიოდში მომავალ მუქარის შემცველ განცხადებებს.

თავდაპირველად, პომპეო ორშაბათს ამერიკელ დიპლომატებთან და ბიზნესის ლიდერებთან შეხვედრას გეგმავდა მოსკოვში. ეს გეგმები მოგვიანებით, ბრიუსელში გაჩერების გეგმებმა და იქ შეხვედრებმა შეცვალა.

პომპეოს უცხოური ტურნეს დარჩენილი ნაწილი უცვლელია. იგი სამშაბათს, სოჭში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება.