ამერიკულ დრონს ირანის სამხედრო ხომალდი მიუახლოვდა

ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი რუტინულ, არასაიდუმლო თვალთვალს ახორცილებდა
პენტაგონის განცხადებით, ირანის სამხედრო თვითმფრინავი აშშ-ის სათვალთვალო, შეუიარაღებელ დრონს საპარსეთის ყურის ნეიტრალურ წყლებში მიუახლოვდა. ინციდენტი ამ კვირის დასაწყისში მოხდა.

როგორც აშშ-ის პრესსპიკერი აცხადებს, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც შეერთებული შტატების ორი სამხედრო თვითმფრინავის თანხლებით გადაადგილდებოდა, ახორცილებდა რუტინულ, არასაიდუმლო თვალთვალს. სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ თვითმფრინავს მოუწია ნეიტრალური წყლების დატოვება.