გაერო პაკისტანისთვის დახმარებას ითხოვს

პაკისტანიდან იძულებით გადაადგილებულებს საწრაფო ფინანსური დახმარება სჭირდებათ

კეტრინ ბრეგი, გაერთიანებული ერების კოორდინატორი დახმარების საკითხებში, აცხადებს, რომ პაკისტანიდან იძულებით გადაადგილებულებს საწრაფოდ ფინანსური დახმარება სჭირდებათ.

ბრეგის განცხადებით, $79 მილიონი მოხმარდება პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან ძალადობის გამო დევნილ მოსახლეობას და პაკისტანის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს.

გაეროს კოორდინატორი ასევე აღნიშნავს, რომ ზამთრის მოსვლასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევას, წყლით და თავშესაფრით უზრუნველყოფას დამატებით $196 მილიონი დოლარი დასჭირდება.