ქალაქ ფეშავართან შეტაკება მოხდა

ქალაქ ფეშავართან შეტაკება მოხდა

დღეს ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში 70-მდე შეირაღებული თალიბი ავღანეთის საზღვართან მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტს დაესხა თავს. ქალაქ ფეშავართან მომხდარი შეტაკების შედეგად კანონდამცავთა მხრიდან ორი პოლიციელი დაიღუპა და 5 დაიჭრა. პოლიციამ პირველი შეტევა წარმატებით მოიგერია, მაგრამ თალიბთა განმეორებითი შეტევის შემდეგ ინტენსიური შეტაკება 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პაკისტანის ოფიციალურ პირთა ცნობით, თალიბების მხრიდან 15 ადამიანია დაღუპული.