ძალადობა პაკისტანში

ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებული 50 მეომარი ფეშავარის გარეუბანში მდებარე ელეტროსადგურს დაესხა თავს
პაკისტანის პოლიციის განცხადებით, ავტომატებით და ყუმბარმტყორცნებით შეიარაღებული 50 მეომარი ფეშავარის გარეუბანში მდებარე ელეტროსადგურს დაესხა თავს.
ამ თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეც დარჩა.
პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელებმა 2 მოსამსახურე ეგრევე დახოცეს, 9 კი გაიტაცეს. ამათგან 5 ადამიანი მოგვიანებით იპოვეს დახვრეტილი. დანარჩენების ბედიღბალი კი უცნობია.
ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, თუმცა ამ რეგიონში ტერორისტული აქტიურობით თალიბები გამოირჩევიან.