პაკისტანში საუდელი დიპლომატი მოკლეს

პაკისტანში საუდელი დიპლომატი მოკლეს

საუდის არაბეთმა მკაცრად დაგმო პაკისტანში მომხდარი კრიმინალური თავდასხმა, რამაც ერთერთი საუდელი დიპლომატის სიცოცხლე იმსხვერპლა. საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადებით ჰასან ალ-ხათანი მაშინ მოკლეს, როდესაც ის სამსახურისკენ მიემართებოდა. პაკისტანის პოლიციის განცხადებით, ალ-ხათანი ავტომანქანას მარტო მართავდა, როდესაც შეიარაღებულმა მოტიციკლისტმა მას ცეცხლი გაუხსნა. ალ-ხათანი ყარაჩიში საუდის არაბეთის საკონსულოში უსაფრთხოების ოფისში მუშაობდა. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.