პასკისტანში ეჭვმიტანილები დააკავეს

14 წლის გოგონას დაჭრაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი პოლიციამ აიყვანა
პაკისტანის პოლიციამ 14 წლის გოგონას დაჭრაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავა. მალალა იუსაფზაი ყველასათვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც თალიბანის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოაშკარავება შეძლო. გოგონას თავსა და კისერში ესროლეს მაშინ, როდესაც ის სკოლიდან გამოვიდა.

ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაცია სვატის ხეობაში განხორციელდა. პაკისტანის სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, თავად იუსაფზაის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.