ტერაქტი პაკისტანში

ჩრდილოეთ ვაზირისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა
პაკისტანში საპარლამენტო არჩევნების წინ კიდევ რამდენიმე ტერაქტი მოხდა. ჩრდილოეთ ვაზირისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა.

კიდევ ერთი აფეთქება მოხდა პაკისტანის სახალხო პარტიის ოფისთან, რომლის დროსაც 5 ადამიანი დაიჭრა. ბოლო ერთი თვის მანძილზე პაკისტანში განხორცელებული ტერაქტების შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.