პაკისტანში მომხდარ აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა

დღეს, აღმოსავლეთ პაკისტანში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა.

აფეთქება ქალაქ ლაჰორის ბაზარში მოხდა.

ოფიციალური პირების განცხადებით აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

აფეთქება, პაკისტანის მიერ „ტერორიზმის საფრთხის ამოსაძირკვად“ ეროვნული მასშტაბით პირველად დაწყებული სამხედრო ოპერაციის მეორე დღეს მოხდა.