პაკისტანში აფეთქება მოხდა

პაკისტანში აფეთქება მოხდა

პაკისტანში მეამბოხეების მიერ ბომბის აფეთქების შედეგად 6 ადამინი დაიღუპა. ამ თავდასხმას რამდენიმე საათით წინ უსწრებდა ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული იერიში, რომლის დროსაც პაკისტანის ერთ-ერთი ძებნილი ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. პოლიციის განცხადებით, აფეთქება ქალაქ მატანიში მოხდა.

ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ვაზირისტანში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დამატებით 8 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.