თავდასხმა ავღანეთ-პაკსტანის საზღვარის საგუშაგოზე

თავდასხმა ავღანეთ-პაკსტანის საზღვარის საგუშაგოზე

ავღანეთ-პაკსტანის საზღვარზე მდებარე საგუშაგოზე მომხდარი ავღანელი მოჯახედების თავდასხმის შედეგად სულ ცოტა 65 ადამიანი დაიღუპა.

200-მდე თავდამსხმელი ავღანეთის კუნარის პროვინციიდან გადავიდა პაკისტანში. მათ პაკისტანის უშიშროების სამსახურის 27 თანამშრომელი გამოასალმეს სიცოცხლეს.

პაკისტანის სამხედრო მეთაურის გენერალ-ლეიტენანტის აზიფ იასინ მალიქის განცხადებით:“ პრესის ინფორმაციით პაკისტანელი სამხედროები ამერიკელების ზეწოლით ჩრდილოეთ ვაზირისტანში, რაღაც ოპერაციებს გეგმავდნენ, რაც არ შეეფერება სინამდვილეს.“

პაკისტანელი გენერალი ამტკიცებს, რომ სამხედროები თუ რამეს დაგეგმავენ ეს მხოლოდ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოხდება.