ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყირგიზეთში მდგომარეობის გამო შეშფოთებულია და მხარეეს ერთობისკენ მოუწოდებს. ეუთო, ამასთან, პოლიტიკურ ლიდერებსა და ქვეყნის მოსახლეობას ძალადობისგან თავშეკავებას და სტაბილობის შენარჩუნების მნიშვნელობას შეახსენებს.
ასევე ნახეთ: ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ყირგიზეთში არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადესალბანეთი, რომელიც წელს ეუთოს თავმჯდომარეა როტაციის პრინციპით, არსებული სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდებს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში უნდა შეჯერდეს.