პრეზიდენტ ობამას მიმართვა

ექსპერტებმა მასობრივ მკვლელობებში ეჭვმიტანილის საცხოვრებელი ბინა განაღმეს
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ყოველკვირეულ გამოსვლაში კოლორადოს კინოთეატრში დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

გუშინ ექსპერტებმა მასობრივ მკვლელობებში ეჭვმიტანილის საცხოვრებელი ბინის განაღმვა შეძლეს, სადაც უამრავი ფარული ასაფეთქებელი მოწყობილობა და დეტონატორი იყო დამონტაჟებული.

დენვერის პოლიციის განცხადებით, 24 წლის ეჭვმიტანილმა ჯეიმს ჰოლმსმა კინოთეატრში მაყურებლების მიმართულებით სროლისას დიდი რაოდენობით ტყვია გაისროლა.