ობამა: ამერიკა ნატო-ს ერთგული რჩება

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მას მსოფლიოს ლიდერებთან მიაქვს გზავნილი, რომ ამერიკა საერთაშორისო პარტნიორებთან ჩამოყალიბებული ძირეული ურთიერთობების, მათ შორის, ნატო-ს წევრებისადმი დაპირებების ერთგული რჩება. განცხადება პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ორშაბათს, უცხოეთის ბოლო ტურნეში გამგზავრების წინ, თეთრ სახლში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

გლობალური ლიდერებისადმი მთავარი გზავნილი შეერთებული შტატების ლიდერის განცხადებით, ეფუძნება ამერიკის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართულ საუბარს. “ერთ-ერთი გზავნილი, რომლის წარდგენის საშუალებაც მექნება, არის მისი ერთგულება ნატო-ს და ტრანს-ატლანტიკური ალიანსისადმი. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომლის შესრულების შესაძლებლობა მომეცემა ამ მოგზაურობის განმავლობაში” - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ. ის გერმანიაში ხუთშაბათს ევროპის ლიდერებს ხვდება. მანამდე კი ობამა ჯერ საბერძნეთს სტუმრობს. გერმანიაში ვიზიტის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი პერუში გაემგზავრება.