ნიუ-იორკული ჰოთ-დოგის ისტორია და მომავალი

Your browser doesn’t support HTML5

ცოტა ხნის წინ, ონლაინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკის მერია, ქალაქის ქუჩებში ჰოთ-დოგების გაყიდვის აკრძალვას გეგმავს. გავრცელებულმა ინფორმაციამ ნიუ-იორკელები შეაშფოთა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ ნიუ-იორკულ მოვლენას საფრთხე არ ემუქრება.