ძარცვა როტერდამში

მოპარულ ტილოებს შორის ორი - პიკასოს და მატისის ნახატებია
ჰოლანდიური პოლიციის განცხადებით, სამშაბათს, როტერდამის მუზეუმიდან მძარცველებმა შვიდი ხელოვნების ნიმუში გაიტაცეს. მოპარულ ტილოებს შორის ორი ცნობილი მხატვრის - პიკასოსა და მატისის ნამუშევრებია.

მძარცველებმა კუნსტალის მუზეუმი სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, პოლიციის მოსვლამდე დატოვეს.

პოლიციის განცხადებით, მუზეუმიდან ამოღებული ვიდეო-მასალა და მოწმეების დაკითხვა აჩვენებს, რომ ძარცვა ზუსტად განსაზღვრული გეგმით მიმდინარეობდა.

ექპსერტების დაანგარიშებით, მოპარული ხელოვნების ნიმუშთა სააუქციონო ფასი ათობით მილიონ დოლარს აღემატება. არსებობს ვარაუდიც, რომ მძარცველებმა, შესაძლოა, გამოსასყიდი თანხა მოითხოვონ.