ნატო ინდოეთის ოკეანეში მეკობრეობის საწინააღმდეგო მისიას ამთავრებს

სომალელი მეკობრეების თავდასხმების მკვეთრად შემცირების კვალდაკვალ, ნატომ ოპერაცია „ოკეანის ფარი“ დაასრულა.

ინდოეთის ოკეანეში ნატოს ბოლო საპატრულო მისია, დანიის სამეფო საჰაერო ძალებმა შეასრულა.

ნატო-ს ოპერაცია უაღრესად წარმატებული, კოორდინირებული საერთაშორისო რეაქციის ნაწილი იყო, რომელიც მეკობრეობის გამო გახდა აუცილებელი. ძალისხმევაში ევროკავშირი, შეერთებული შტატები და სხვა დამოუკიდებელი ქვეყნები მონაწილეობდნენ.