პუტინის მილიარდერი მეტოქე

პუტინის მილიარდერი მეტოქე

რუსმა მილიარდერმა ვლადიმირ პროხოროვმა გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს დაუპირისპირდება. პროხოროვი რუსეთის ერთერთი უმდიდრესი ადამიანია და ის ამერიკული საკალათბურთო გუნდის ნიუ-ჯერსი ნეთსის მფლობელია. 46 წლის პროხოროვმა თავის სიმდიდრე საბანკო სფეროში და მეტალების გაყიდვით დააგროვა. ნიუ-ჯერსი ნეთსი პროხოროვმა 2010 წელს შეიძინა. ჟურნალ ფორბსის 2011 წლის მონაცემებით პროხოროვი 18 მილიარდიანი ქონებით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 32 ადგილს იკავებს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის მარტში დანიშნული.