ტრამპს შუალედურ არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვს

Your browser doesn’t support HTML5

2018 წლის ნოემბერში შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება. ისტორიულად, შუალედურ არჩევნებში, მოქმედი პრეზიდენტის პარტია დიდი წარმატებით არ გამოირჩევა და კონგრესში ადგილებს კარგავს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ 2016 წლის მსგავსად, ის მხარდაჭერების მობილიზებას შეძლებს.