ცვლილებების დრო მექსიკაში

პენა ნიეტომ ხმების 38% დააგროვა
ენრიკო პენა ნიეტოს პრეზიდენტად არჩევით, მექსიკაში ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს წარსულში დომინანტურ პოლიტიკურ პარტიას.

პენა ნიეტომ ხმების 38%-ი დააგროვა, მაშინ როდესაც მისმა მეტოქემ, მეხიკოს ყოფილმა მერმა, ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორმა 31%-ი.

ობრადორმა არჩევნებს გაყალბებული უწოდა და დასძინა, რომ ამ შედეგს არავინ შეეგუება. მისი მემარცხენე პარტია საბოლოო შედეგებს დაელოდება და ამის შემდეგ გადაწყდება, თუ რა ზომებს მიიღებს პარტია. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა ტელეფონით მიულოცა გამარჯვება მექსიკელ კოლეგას.

თავის მხრივ, პენა ნიეტომ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ ხალხმა ცვლილებებს მისცა ხმა, ხოლო რაც შეეხბა ნარკო კარტელებს, მათთან ბრძოლა კვლავაც გაგრძელდება.