მოძრაობა "მეც" ქალთა გლობალურ მოძრაობად იქცა

Your browser doesn’t support HTML5

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ნიუ-იორკ თაიმსმა“ ჰოლივუდის გავლენიანი ფიგურა ჰარვი უაინსტინის მიერ, არაერთ ცნობილ ვარსკვლავზე სექსუალური ძალადობის ფაქტები გაახმაურა. პუბლიკაციას დიდი რეზონანსი მოჰყვა და მალე კამპანია „მეც“ - MeToo - ჯერ ამერიკელთა, შემდეგ კი მსოფლიოს ქალთა მოძრაობად გადაიქცა.