პრეზიდენტი სააკაშვილი ვაშინგტონში აგრძელებს ვიზიტს

პრეზიდენტი სააკაშვილი ვაშინგტონში აგრძელებს ვიზიტს

ათასწეული გამოწვევის კორპორაციის მიმდინარე პროექტი აპრილში იწურება.

13 იანვარს ვაშინგტონში მდებარე ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ამერიკის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უცხოური დახმარების მნიშვნელობასა და ამერიკის ორპარტიულ მიდგომაზე ისაუბრეს.


ფინანსური და ტექნიკური დახმარება, რომელსაც ამერიკის მთავრობა ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხილული იყო ერთერთი პროგრამის-ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მაგალითზე. ამ პროგრამამ საქართველოში მუშაობა 5 წლის წინ 395 მილიონიანი პროექტების განხორციელებით დაიწყო.

როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, საქართველოს უფლება მიეცემა მოამზადოს წინადადებები მეორე კომპაქტის დაფინანსების მისაღებად. საქართველოს პრეზიდენტს ამ შეხვედრაზე სწორედ 5 წლიანი გამოცდილებისა და სამომავლო ხედვის შესახებ სასაუბროდ მისცეს სიტყვა.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა სრული მხარდაჭერა გამოხატა ათასწლეულის გამოწვევის მოდელის მისამართით: "ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ პასუხისმგებლობით აღსავსე ლიდერები და გამჭვირვალე მმართველობა იმისათვის არის საჭირო, რათა დახმარება უფრო ეფექტური გახდეს."