მანჰეტენთან ვეშაპები მომრავლდნენ

Your browser doesn’t support HTML5

ნიუ-იორკში დამთვალიერებელს უამრავი ადგილი იზიდავს, მაგრამ ახლა მათ რიცხვს კიდევ ერთი, საკმაოდ უცნაური გასართობი შეემატა - ვეშაპების ყურება. როგორც აღმოჩნდა, მანჰეტენის ახლოს უფროდაუფრო მეტ ვეშაპს აფიქსირებენ. ეკოლოგები ამბობენ, რომ ეს კარგის ნიშანია და იმაზე მიუთითებს, რომ წყალი სუფთავდება.