მალიში მეამბოხეები დააკავეს

აგ მოჰამედი ანსარ დაინის იერარქიაში რიგით მესამე ლიდერია
ჩრდილოეთ მალიში ისლამისტი მეამბოხეების ორი ლიდერი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი რადიკალური ჯგუფი ანსარ დაინის ხელმძღვანელია. დაკავების ოპრერაცია მალისა და ალჟირის საზღვართან მოხდა.

აგ მოჰამედი ანსარ დაინის იერარქიაში რიგით მესამე ლიდერია. ის ქალაქ ტიმბუქტუში შარიათის კანონის დაწესების ერთ-ერთი ინიციატორი იყო.
ფრანგული მოიერიშე თვითმფრინავები აგრძელებე ისლამისტების წინააღმდეგ საარტილერიო იერიშებს. საფრანგეთს სურს მეამბოხეების მომარაგების არტერიები და ბაზები გაანადგუროს, რათა ექსტრემისტებმა ჩრდილოეთ მალიში დიდ ხანს დარჩენა ვერ შეძლონ.