მალიში დაპირისპირება გრძელდება

სამთავრობო ჯარებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკების დროს ერთი მალელი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა
კვირას მალიში საფრანგეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერით, მალის სამთავრობო ჯარებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკების დროს, ერთი მალელი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

შეტაკება მალის ჩრდილოეთ ნაწილის ქალაქ ტიმბუქტუშჲ მოხდა. დაპირისპირება შაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც ისლამისტმა მეამბოხეები ქალაქ საჰარანში შეიჭრნენ.

ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა მეამბოხეებმა თვითმკვლელი ტერორისტი გამოიყენეს და საგუშაგოს აფეთქების შემდეგ ქალაქში შევიდნენ. მეამბოხეეები ცდილობენ ქალაქი დაიბრუნონ, რომელზეც მალელმა და ფრანგმა სამხედროებმა იანვრის შემდეგ მალიზე კონტროლი დაამყარეს.