საერთაშორისო საზოგადოება მალის აკრიტიკებს

სამხედროებს სამოქალაქო ხელისუფლებისთვის დამორჩილებისკენ მოუწოდეს
მალის პრემიერ-მინისტრი სამხედროების მიერ მისი დაპატიმრების შემდეგ სასწრაფოდ გადადგა, რამაც საერთაშორისო საზოგადოების მძაფრი კრიტიკა გამოიწვია.

აფრიკის კავშირის წარმომადგენლებმა დაგმეს მალის პრემიერის ჩეიხ მოდიბო დიარას გადადგომა და სამხედროებს სამოქალაქო ხელისუფლებისთვის დამორჩილებისკენ მოუწოდეს.