„კომანდარ ბირო“ შავ ზღვაში და საფრანგეთ-NATO-ს პოლემიკა

Your browser doesn’t support HTML5

ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდის კომანდარ ბიროს ვიზიტს დროში დაემთხვა საფრანგეთისა და ნატოს მწვავე დაპირისპირება. პრეზიდენტ მაკრონის რეპლიკას, რომ ალიანსი „ტვინის კვდომას“ განიცდის, ბრიუსელში, საგარეო მინისტერიალზე გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა.