ისტორიაში პირველად, ჩიკაგომ მერად შავკანიანი ქალი აირჩია

ლორი ლაითფუტი

სამშაბათს, ჩიკაგოს მოსახლეობამ ისტორიული გადაწყვეტილებით მერად ლორი ლაითფუტი აირჩია.

ჩიკასგო, ამით, გახდა ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი აშშ-ში (სიდიდით მესამე ქალაქი), რომელმაც შავკანიანი ქალი მერად აირჩია. ყოფილმა ფედერალურმა პროკურორმა, 56 წლის ლაითფუტმა არჩევნების მეორე ტურში ვეტერანი ჩიკაგოელი პოლიტიკოსი, ასევე შავკანიანი ტონი პრექუინკლი დაამარცხა.

ლაითფუტისთვის ეს პირველი არჩეული თანამდებობაა. იგი ქალაქის ისტორიაში ასევე პირველი ჰომოსექსუალი მერი იქნება. მოვალეობის შესრულებას იგი მაისში შეუდგება.