ამერიკაში უგლუტეინო პროდუქციის წარმოების შემოსავალი წელიწადში 6.2 მილიარდ დოლარს აღემატება
ქალაქ ნორფოლკში მდებარე ლუსის საცხობში ახლადგამომცხვარი ორცხობილას არომატული სუნი დგას. ერთი შეხედვით ძალზე ჩვეულებრივ ნამცხვარში, რომელსაც ჩვენ ხშირად რუსულ სახელს, პეჩენიას ვუწოდებთ, ტრადიციულ პროდუქტს არ იყენებენ.
ლუსი გიბნი, სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელიც რეცეპტის ავტორიც არის და კომპანიის მფლობელიც, ამბობს, რომ ის ნამცხვარში არატიპიურ პროდუქტს იყენებს. მასში არ არის ხორბლის ფქვილი, კარაქი, ან კვერცხი. ორცხობილა არც გლუტეინს შეიცავს, ცილას, რომელიც ბურღულეულ პროდუქტებში გვხვდება. ამ სპეციალური შემასქელებლის მიმართ მგრძნობელობა ბევრ ადამიანს უვითარდება.
შვილისთვის გამოცხობილი გემრიელი ნამცხვარი დაახლოებით ოთხ წელიწადში მცირე ბიზნესად გადაიქცა, რომელიც წელს სულ ცოტა 5-მილიონიან მოგებას დატოვებს. ლუსის ორცხობილა ვაშინგტონში გამართულ გამოფენა-გაყიდვაზე ყურადღების ცენტრში მოექცა. მერლინ კლემს, ნიუ ჰემფშირის მაღაზიების ქსელის მფლობელს მათი შეძენა სურს.
„ვებ-გვერდივნახედამომეწონა. გასასინჯადჩამოვედი, რადგან გლუტეინის გარეშედამზადებულპროდუქტზემოთხოვნა ჩემს მაღაზიებშიდღითიდღეიზრდება“- ამბობს ის.
ლუსის პავილიონის გვერდით ტედ ვოგელმანის კომპანიის პროდუქციაა გამოფენილი. 25 წლის ტრადიციულმა საწარმომ სულ ახლახან გადაწყვიტა უგლუტეინო პროდუქციის წარმოება.
გამოფენაში ტედთან და ლუსისთან ერთად ანალოგიური პროდუქციის მწარმოებელი 300-მდე კომპანია მონაწილეობს. და როგორც ორგანიზატორი ლუის კრამერი შენიშნავს, მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება:
ექსპერტების აზრის მოსასმენად მერილენდის უნივერსიტეტში ცელიაკის დაავადების მკვლევარს, ალესიო ფასანოს გავესაუბრეთ. ბაზრის მოთხოვნა მისთვის სავსებით გასაგები აღმოჩნდა.
„ადრეგლუტეინს, როგორცდაავადებისგამომწვევმიზეზს, სათანადოყურადღებაარექცეოდა. ვითარებაშეიცვალა, რადგანსამეცნიეროკვლევებისმიხედვითდადასტურდა, რომგლუტეინისმიმართმგრძნობელობაუფრომეტსუვითარდება, ვიდრეაქამდე გვეგონა. საუბარიამოსახლეობისსულცოტა, 6 პროცენტზე, ანუ 18 მილიონადამიანზე“ - აღნიშნავს ექიმი ფასანო.
მისი თქმით, გლუტეინისადმი მგრძნობელობის სიმპტომთა გრძელ სიაში შესაძლოა ელემენტარული თავისტკივილიც იყოს და უნაყოფობაც. ევროპისთვის დამახასიათებელმა დაავადებამ გეოგრაფია შეიცვალა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში და ჩინეთშიც გავრცელდა.
„ძალიან გემრიელია“! - ამბობს გამოფენის სტუმარი ვინი პამულა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს. „გლუტეინის მიმართმგრძნობელობაარგამაჩნია. უბრალოდჯანმრთელკვებასვამჯობინებ“ - დასძენს ის.
თანდათან იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც უბრალოდ თავს იზღვევენ და რაციონში გლუტეინის რაოდენობას ამცირებენ. საგამოფენო პროდუქციაც შესაბამისად სუპერმარკეტების დახლებზე ინაცვლებს და მათ მაღაზიებში ხშირად ცალკე სექციაც აქვთ დათმობილი.