ლიბიაში 9 ადამიანი დაიღუპა

ამ ეტაპზე სხვა დეტალები ცნობილი არ არის
ლიბიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქალაქ ბენაღაზიში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოს წინ ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური პირების ცნობით, ბომბი საავადმყოფოს ავტოფარეხში გაჩერებულ მანქანაში იყო დამონტაჟებული.

ამ ეტაპზე სხვა დეტალები ცნობილი არ არის.