ლიბიაში განთავისუფლების დღეს იზეიმებენ

ლიბიაში განთავისუფლების დღეს იზეიმებენ

ლიბიის გარდამავალი მთავრობა კვირას ქვეყნის განთავისუფლების დღეს იზეიმებს.

განთავისუფლების დეკლარაცია ქალაქ ბენგაზიში გამოქვეყნდება, რომელიც კადაფის საწინააღმდეგო რევოლუციის ცენტრად გადაიქცა.

ლიბიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაჰმუდ ჯიბრილმა განაცხადა, რომ არჩვენები 8 თვის შემდეგ გაიმართება.

ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს ლიდერები საგონებელში არიან ჩავარდნილი, თუ სად დაასაფლავონ მუამარ კადაფი. ამჟამად მისი ცხედარი ძველი მაღაზიის მაცივარშია დასვენებული ქალაქ მისრატაში.