რუსეთი თალიბანის აღიარებას ჯერ არ განიხილავს

რუსეთი ამ ეტაპზე არ აპირებს თალიბანის ოფიციალურად აღიარებას. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. მან ასევე დასძინა, რომ სანამ რუსეთი ასეთ აღიარებას განიხილავს, ისლამისტურმა ჯგუფმა ის დაპირებები უნდა შეასრულოს, რომლებიც მმართველობის ხელში აღების შემდეგ დადო.

ასევე ნახეთ: ოსტინის ვიზიტზე საქართველოში პენტაგონი განცხადებას ავრცელებს 

ლავროვმა ეს განცხადება ვალდაის დისკუსიის კლუბის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე დღეს გააკეთა. ოთხშაბათს კი მოსკოვში თალიბანის დელეგაცია ჩავა ოფიციალური შეხვედრების გასამართად.

ლავროვის თქმით, ზოგიერთი პირობა, რომელსაც რუსეთი მიაქცევს ყურადღებას პოლიტიკური და ეთნიკური ჩართულობა იქნება, ავღანეთის ახალ მთავრობაში.