ყირგიზეთში თურქული თვითმფრინავი ჩამოვარდა

თურქული სატვირთო თვითმფრინავი ყირგიზეთის მთავარ აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა, შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან.

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის განცხადებით, კატასტროფა პილოტის შეცდომამ გამოიწვია.

ბოინგ 747, დედაქალაქ ბიშკეკიდან 25 კილომეტრში, მანას აეროპორტის მახლობლად მდებარე სოფელში ჩამოვარდა. აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, თვითმფრინავი ჰონგ კონგიდან სტამბოლში მიემგზავრებოდა.